png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ენმ: არჩევნების შესახებ ეუთოს პირველი ანგარიში უაღრესად კრიტიკულია

  • პოლიტიკა
  • 02.06.2016
  • 15:05
ენმ: არჩევნების შესახებ ეუთოს პირველი ანგარიში უაღრესად კრიტიკულია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეუთოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისის 2016 წლის საქართელოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის საჭიროებათა პირველ შუალედურ ანგარიშს ეხმაურება.

„მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერაც არ დაწყებულა, ისეთი მაღალი ავტორიტეტის საერთაშორისო ორგანიზაცია როგორიც ეუთოა უკვე აფიქსირებს მწვავე პრობლემებს პრაქტიკულად ყველა საკვანძო მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ ანგარიში კორცხელის თავდასხმამდე დაიწერა. ხალხის მხარდაჭერის იმედის არქონის გამო, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს. ყველა მისი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. ქართველი ხალხი უმტკივნელოდ და ცივილიზებულად მის უნიათო გუნდს უნდობლობას გამოუცხადებს.

კერძოდ, ანგარიში იზიარებს ჩვენი და სხვა ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ მოხდა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მათემატიკური გამოთანაბრება, ოლქების უშუალო საზღვრების განსაზღვრის პროცესი მოხდა გაუმჭვირვალედ და არ გაითვალისწინა ეუთოს წინა რეკომენდაციები.

დოკუმენტში ასევე საუბარია რომ რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროეცსები ემუქრება არხის უნარს შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ასევე აღნიშნულია შესაძლო ზეწოლა ცნობილ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებზე.  

ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში 210 ახალი წევრის დანიშვნის გაუმჭვირვალობა. ენმ და სხვადასხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ აღნიშნავდნენ რომ ა.წ. 4 თებერვალს ჩატარებული კონკურსის შედეგად საოლქო კომისიებში მმართველ ძალასთან უშუალოდ დაკავშირებული ათეულობით წევრი დაინიშნა.

პრობლემადაა მიჩნეული ნდობის ნაკლებობა სასამართლო სისტემის მიმართ ისევე როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის უნარი მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება დარღვევებზე.

ანგარიშში საუბარია რომ რეგიონებში არსებობს საარჩევნო კამპანიის პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის, ამომრჩეველთა დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული“, - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge