primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია

  • საზოგადოება
  • 03.06.2016
  • 17:04
მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია

ვენაში, 2016 წლის 3 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) დაავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელშიც ქართული მხრიდანმონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი,  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ტურიზმის ადმინისტრაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, ასევე 9 ქართულმა კომპანიამ, ხოლო ფორუმსავსტრიული მხრიდან ესწრებოდა 54 კომპანიის წარმომადგენელი.

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და   ავსტრიელ ბიზნესმენებსა და სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება დაბიზნეს-გარემო გააცნო.

მინისტრმა, ისაუბრა საქართველოს მთავრობის  რეფორმების პაკეტზე,  რომელიც ითვალისწინებს განსახორციელებელ ღონისძიებათა 4 ძირითად ბლოკს: ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება (საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა); ღია მმართველობისა და ჩართულობის განვითარება; ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნა და საგანმანათლებლო რეფორმა.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპის აზიასთანდამაკავშირებელი დერეფნის ისტორიულ როლზე. ამ კონტექსტში, მან „ახალი აბრეშუმის გზის", „აზერბაიჯანის, საქართველოსა დათურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა" და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის" მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა. მისითქმით,  სატრანსპორტო პროექტების გარდა, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა ენერგორესურსების დივერსიფიცირებისა დაევროპისთვის ახალი ენერგო რესურსების მიწოდების  თვალსაზრისითაც.

მიხეილ ჯანელიძემ თავის გამოსვლაში  ხაზი გაუსვა საქართველოში ისეთი მიმართულებების განვითარებას, რომლებსაცგანსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია, კერძოდ, მან  ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და სხვა.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში მიიწვია და მათსაქართველოსთან მჭიდრო კავშირების განვითარება უსურვა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცისა საქართველოს ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა ენერგორესურსების დივერსიფიცირებისა და ევროპისთვისახალი ენერგო რესურსების მიწოდების  თვალსაზრისით. ამასთან, საინვესტიციო სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები სექტორების მიხედვით.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ღონისძიებაში მონაწილე ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მოისმინა ბიზნესმენთა სურვილები და მიზნები ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის კუთხით და სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დახმარებას დაპირდა.

ბიზნეს ფორუმის დასრულების შემდგომ ქართულმა კომპანიების წარმომადგენლებმა სფეროების მიხედვით ორმხრივი ბიზნესშეხვედრები (B2B Meetings) გამართეს ავსტრიული შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებთან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge