png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, სებასტიან კურცი საქართველოს

  • პოლიტიკა
  • 04.06.2016
  • 11:17
ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, სებასტიან კურცი საქართველოს

„საქართველოს თემა არასოდეს მოხსნილა ეუთოს დღის წესრიგიდან. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ, რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის. ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე,  საქართველოს ვეწვევი, რათა სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ დამატებით  რა წვლილის შეტანა შეუძლია ეუთოს კონფლიქტის გადაწყვეტის  საქმეში“ – აღნიშნულის შესახებ ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა  სებასტიან კურცმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სებასტიან კურცის თქმით,      გაყინული კონფლიქტები ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ მუდმივ ტვირთად აწვება ქვეყანას და მთელ სამეზობლოს.

პრესკონფერენციის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და, ამ კუთხით, 3 ივნისს გამართული ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სებასტიან კურცმა აღნიშნა,  „საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს, რომელიც სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ავსტრიაში ვიზიტისთვის და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა იგეგმება. „მჯერა, რომ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა  გაღრმავების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“ - განაცხადა სებასტიან კურცმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge