png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახეთში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 04.06.2016
  • 15:21
 სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახეთში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, კახეთის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში, 3000 კვ.მ. საცდელ-სადემონსტარაციო ნაკვეთზე საშემოდგომო ხორბლის 2 ჯიშია („თბილისური-15“ და „ვარძია“) დათესილი. გარდა ერთწლოვანი კულტურებისა, დუზაგრამაში, ბუფერულ ზონებში გამოსაყენებლად გაშენებულია კიპარისისა და სმარაგდას 500-მდე ნერგი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დირექტორი ადგილზე გაეცნენ ბიოაგროწარმოებისთვის განკუთვნილ თავთავიანი კულტურებისა და წიწვოვანი მცენარეების ზრდისა და კვლევის მიმდინარე შედეგებს.

მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე  საშემოდგომო ხორბლის სელექციური სანერგეებიც დაათვალიერა, სადაც, ჯიშთა გამოცდის მიზნით, 2,5,ჰა-ზე გაშენებულია ხორბლის 36 გენოტიპი, საშემოდგომო ხორბლის #14 და ავსტრიული ჯიშის #12 სახეობები. იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის“ ნაკვეთებიც მოინახულა, სადაც 2 წელია მიმდინარეობს საშემოდგომო ხორბლის 32 ჯიშის გამოცდა და სამრეწველო მიზნებისთვის 130 ჰა-ზე მაღალი ხარისხის ხორბლის თესლის წარმოება.

საცდელ ნაკვეთებზე ქართული და უცხოური ჯიშების სელექციური გამოცდა სეზონური ფენოკალენდარული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნულ კულტურებზე მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა და, შესაბამისად, წინასწარი პროგნოზით, მოსალოდნელია მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ ფერმერებს  კვლევის შედეგად მიღებული ხარისხიანი და ადაპტირებული თესლი წელსაც შესთავაზეს, რაც  კონკრეტულ რეგიონებში მოსავლიანობის ზრდის   პირობაა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge