primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს

  • ეკონომიკა
  • 05.06.2016
  • 12:49
ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Wine Expo Georgia 2016-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award - გაიმართა. კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს,  ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმატკინი  (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩიოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინისმაგისტრი - რიჩარდკერშაუ (Richard Kershaw MW  – სამხრეთ აფრიკა), ისაბალი (Isa Bal MS, ოსტატისომელიე – თურქეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (ენოლოგი, საქართველო) დაღვინისექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო). 

,,მე უკვე მეორედ მაქვს პატივი ამ მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი ვიყო.  წელს, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ მინდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია კონკურსში მონაწილეთა რაოდენობისზრდა. გამოწვევა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 150-ზე მეტი ძალიან კარგი ღვინო დავაგემოვნეთ, ამიტომ საუკეთესოების გამოვლენა ნამდვილად რთული აღმოჩნდა. შესაბამისად,  ყველამ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას ჯილდო მიიღო.  მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კომპლექსური ქვეყანაა, საოცარი ნაზავია, ყველაფერი რაც კარგია საქართველოში ერთადაა თავმოყრილი. ასე, რომ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ბოლომდე ვისწავლოთ ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი. ქართული ღვინო უსაზღვრო და ამოუწურავია. კონკურსის ჟიური საინტერესოდ იყო დაკომლექტებული - 4 უცხოელი და 2 ქართველი ექსპერტი. ქართველი კოლეგები შეფასების პარალელურად გვაცნობდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას. შესაბამისად, კონკურსის პროცესი ჩვენთვის  სასიამოვნო და საგანმანათლებლო იყო“, - განაცხადა ტიმ ატკინმა.

4 ივნისს, საზეიმოღონისძიებაზესოფლის მეურნეობის მიისტრმა ოთარ დანელიამ დაჟიურის წევრებმასხვადასხვაკატეგორიაშიგამარჯვებულიღვინოებიდააჯილდოვეს. კონკურსში ფარგლებში ჯილდო114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა  62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის - 27, ოქროს მედალი - 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური - პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა. წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის ,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო ,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა.

,,მეღვინეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. წელს, კონკურსში 100-ზე მეტი გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მისასალმებელია. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები,  სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მართლაც მნიშვნელოვანია. სწორედ მათ მიერ ქართული ღვინის აღიარება ხელს შეუწყობს მის პოპულარიაზციას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ ერთხელ იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

,,ღვინისადაალკოჰოლურისასმელებისსაერთაშორისოგამოფენა – WinExpo Georgia“ საგამოფენოცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოსსოფლისმეურნეობისსამინისტროს ღვინისეროვნულისააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.

გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილიაროგორცღვინოდაალკოჰოლურისასმელები,ასევეღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელიხაზები, შესაფუთი მასალა,მინისტარისადასაცობისმწარმოებელიდა დისტრიბუტორიკომპანიები. გამოფენის ფარგლებში მცირედაოჯახურიმარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.

 

ღვინისმე-8 საერთაშორისოკონკურსი - 8th International Wine Award გამარჯვებული (სპეციალური ოქრო (ტროფი) და ოქრო) ღვინოებია:

წლის საუკეთესო ღვინო - ქვევრის საფერავი რჩეული 2013 ( კომპანია ,,საწნახელი“)

  • სპეციალური ჯილდო - ,,ოქროს ტროფი“
  1. მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)
  2. ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)
  3. რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)
  4. მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,ბაბანეურის მარანი“)
  5. ოკალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)
  6. მუკუზანი გეორგიკა - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)
  7. ქვევრის საფერავი რჩეული 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)
  8. ახაშენი - წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)
  • ოქროს მედალი
  1. მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)
  2. კახური მწვანე 2015- ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)
  3. რქაწითელი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)
  4. რქაწითელი 2014 – ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)
  5. ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)
  6. რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,შალაურის მარანი“)
  7. მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,ბაბანეურის მარანი“)
  8. ოჯალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)
  9. მუკუზანი გეორგიკა 2013 წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)
  10. მუკუზანი იბერიკა 2013 - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)
  11. მუკუზანი 2009 - წითელი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)
  12. ქვევრის საფერავი 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ვაზი +“)
  13. ქვევრის რჩეული საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)
  14. ქვევრის საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ფალავანი“)
  15. ქვევრი საფერავი 2012 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი)
  16. ახაშენი 2015 - ჭითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge