png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გაცრუებული იმედები - "ქართული ოცნების" მორიგი კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დასრულდა

  • პოლიტიკა
  • 05.06.2016
  • 13:22
გაცრუებული იმედები - "ქართული ოცნების" მორიგი კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დასრულდა

„ქართული ოცნების“  მორიგი „შიდა კვლევა“ პარტიისთვის კვლავ არასახარბიელოდ და ნაციონალური მოძრაობისთვის სასარგებლოდ დასრულდა.

„ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა, „ქართულ ოცნებას“ გაერკვია მოსახლეობის განწყობა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, რომელი პოლიტიკური პარტიები იმსახურებენ ნდობას.

სულ გამოკითხვის ანკეტაში შეტანილი იყო 13 სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაგან მხოლოდ 4 საკითხის გადაწყვეტას ანდობენ „ოცნებას“ რესპოდენტები.

9 სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას რესპოდენტების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობას ანდობს.

უნდა აღინიშნოს, რომ 13-დან 2 საკითხის შემთხვევაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ნდობა თითქმის თანაბარია.

ქართული ოცნების კვლევაში შეყვანილია შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი-მრეწველები, ბურჯანაძე-ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის.

რესპოდენტებისთვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული -  „რომელი პოლიტიკური პარტია მიგაჩნიათ კომპეტენტურად შემდეგ საკითხში“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა (გავაზობთ პირველ ოთხ პოზიციას):

კონსტიტუცია და სახელმწიფო მოწყობა: ქართული ოცნება - 12%; ნაციონალური მოძრაობა - 9%; რესპუბლიკური პარტია - 8%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

იუსტიცია და მართლმსაჯულება: ნაციონალური მოძრაობა - 18%; ქართული ოცნება - 10%; რესპუბლიკური პარტია - 7%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიცია:  ნაციონალური მოძრაობა - 22%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 7% ქართული ოცნება 5%; რესპუბლიკური პარტია - 4%;

თავდაცვა და უსაფრთხოება: ნაციონალური მოძრაობა -25%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 10% რესპუბლიკური პარტია - 9%; ქართული ოცნება 7%;

საგარეო პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა -32%; ქართული ოცნება 15%; პატრიოტთა ალიანსი - მრეწველები -13%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი -12-12%;  

ფინანსური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 11%, ქართული ოცნება -3%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -1%; გირჩი-1%;

ეკონომიკური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 22%; ქართული ოცნება -7%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -6%; გირჩი-4%;

სოციალური პოლიტიკა: ქართული ოცნება -24%; ნაციონალური მოძრაობა - 23%; ლეობორისტული პარტია - 11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 5%;

დასაქმება - ნაციონალური მოძრაობა -11%; ქართული ოცნება - 6%; ლეობორისტული პარტია და გირჩი - 2-2%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის 1-1%;

სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა - ქართული ოცნება -25%; ნაციონალური მოძრაობა - 15%; რესპუბლიკური პარტია -6%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია 2-2%;

მეცნიერება და განათლება-  ნაციონალური მოძრაობა -14%; ქართული ოცნება - 13%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -5%, რესპუბლიკური პარტია - 4%;

კულტურა და ძეგლთა დაცვა -  ნაციონალური მოძრაობა -17%; ქართული ოცნება - 11%; ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის -4%; რესპუბლიკური პარტია - 3%;

შერიგებისა და კონფლიქტების რეგულირება - ქართული ოცნება - 17%; ნაციონალური მოძრაობა -13%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 8%;

სატელეფონო კვლევა ჩატარებულია 1-ელ ივნისს თბილისის მასშტაბით.

წყარო: WWW.GHN.GE

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge