primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ხვალ, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის სულ სხვა ფორმატი დაანონსდება - გიორგი უძილაური

  • საზოგადოება
  • 05.06.2016
  • 16:55
 ხვალ, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის სულ სხვა ფორმატი დაანონსდება - გიორგი უძილაური

ხვალ, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი დაანონსდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი უძილაური ავრცელებს. მისი თქმით, შეთანხმება ”რუსთავი 2-თან” და ”ტაბულასთან” ვერ შედგა.
”მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე - შემდგარიყო მისი შეხვედრა ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან” და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა. ”ტაბულამ” გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ ”ტაბულა” და ივანიშვილი. ამის შემდეგ
”ტაბულას” მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა, რადგან ისინი თანახმა იყვნენ მხოლოდ "მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის" მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი ”ტაბულა” მხოლოდ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს...
მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილია. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშილის შეხვედრა - არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი”, - აცხადებს უძილაური. 

ტელეკომპანია ”ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, რომ მზადაა შეუქმნას ბიძინა ივანიშვილს ახალი ფორმატი.

,,”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკურ შეთავაზებაზე უარი თქვა, რჩება ”ტაბულა”. ბუნებრივია, ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალურ ვითარებაში, მსგავსი ეგზოტიკა ჩვენთვისაც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში.

შესაბამისად:
1. ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი - გამომდინარე იქიდან, რომ არსებულ ფორმატებში სათქმელის გამოხატვას შეუძლებლად მიიჩნევს.
2. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ "ნეიტრალური ტერიტორია" - რადგან ტაბულას ტერიტორია მისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ქირას გადავიხდით ჩვენ და არა ოლიგარქი.
3. ”რუსთავი 2-ის” პასუხის შემდეგ, ბუნებრივია თანხმლები პირის საჭიროება (რომელსაც თავად მოდერატორს უწოდებენ) მთლიანად გამოირიცხა, მაგრამ თუ მარტო ვერ მოდის, მოიყვანოს და დაისვას გვერდით ვინც უნდა (თუნდაც, კალაძის რომელიმე მოჭიდავე).
4. ჩვენ მზად ვართ მიმოვიხილოთ მისი წერილი.
5. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მისი "რეპლიკები" "სიცრუის ტირაჟირებასთან" დაკავშირებით. მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა”, - წერს ჩერგოლეიშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge