ყაზახეთში სამხედრო ნაწილზე თავდასხმისას ხუთი ტერორისტი მოკლეს
- მსოფლიო
- 06.06.2016
- 11:11
ანტიტერორისტული ოპერაციისას ყაზახეთის ქალაქ აკტობეში ხუთი ექსტრემისტი გაანადგურეს, ორი კი დააკავეს. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინოფრმაციით, სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - წითელი დონე მოქმედებს.
აკტობეზე იერიში ექსტრემისტებმა გუშინ მიიტანეს. ისინი თავს დაესხნენ იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილს. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - სამი სამოქალაქო პირი და სამი სამხედრო, დაიჭრა კიდევ ათი ადამიანი. ყაზახეთის შსს-ის ინფორმაციით თავდასხმა ერთ-ერთი რადიკალური არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის მომხრეებმა განახორციელეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200