png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საპარტნიორო ფონდი ჩინეთის დელეგაციას მასპინძლობს

  • პოლიტიკა
  • 06.06.2016
  • 13:08
საპარტნიორო ფონდი ჩინეთის დელეგაციას მასპინძლობს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაცია საქართველოში საპარტნიორო ფონდის მოწვევით იმყოფება. დელეგაციის წევრები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.                              

„ჩინური დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, დელეგაციის წევრებს შორის არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, საფინანსო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. საქართველოში მათი ვიზიტი ემსახურება ქვეყნის ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას.  საინტერესო და ქვეყნის ეკონომიკის განვთარებაზე ორიენტირებული ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძებლობას და დასაქმების ხელშეწყობას“-განაცხადასაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  დავით საგანელიძემ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის საქმიანი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჩინეთსა და საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს. საქართველო ქალთა საერთშორისო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდას ისახავს მიზნად.იგეგმება ძილინის პროვინციაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტიც.

ჩინური დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატით და სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება. ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და გარემოს გაცნობის მიზნით დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს რეგიონების გუბერნატორებთან და თბილისის მერთან.

ჩინურ მხარეს წარმოადგენს ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის ქალთა ფედერაციის ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი; საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე ხელმძღვანელი;  Environmental Polytron Technologies Inc‐ის აღმასრულებელი დირექტორი;  მეწარმე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი; Changchun people's Printing Co., Ltd‐ს გენერალური მენეჯერი; Changchun Jianye Group Co., Ltd.‐ს გენერალური მენეჯერი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ღირშესანიშნაობები მოინახულეს, დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და ქართული კულტურის გაცნობის მიზნით საქართველოს რეგიონებს ესტუმრნენ.

ჩინური დელეგაციის სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge