png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის გახსნა

  • ეკონომიკა
  • 06.06.2016
  • 13:32
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის გახსნა

სასტუმრო „რედისონში“ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნას  საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ფორუმის გახსნის ღონისძიებას ასევე თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები, სს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ტარდება.ფორუმს მოდერაციას უწევდა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორიგიორგი ისაკაძე.

ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან  მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები.  ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორია Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ყაზახეთის ეროვნული სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე,  Kusto Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე,  Altyn Kyran Group-ის დირექტორი, Raimbek Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, RG Brands-ის თავმჯდომარე და სხვა მსხვილი ყაზახი ბიზნესმენები.

„ყაზახეთი არის, იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში აქვს 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები განხორციელებული, მათ შორის არის ბევრი წარმატებული პროექტი. ჩვენ სტუმრებთან ვისაუბრებთ ლოჯისტიკურ პროექტებზე, ტრანსპორტზე, იმ გაუმჯობესებულბიზნესგარემოზე, რომელიც დღეს ჩვენთან  არის.  ინვესტორებს შევთავაზებთ იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს უძრავ ქონებაში, დეველოპმენტში, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. ასევე დეტალურად გავაცნობთ იმ წამახალისებელ პროგრამებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში იქნება მიღებული კარგი გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ მოხდება დამეგობრება ყაზახურ ბიზნესსა და ქართულ ბიზნესს შორის და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ ახალ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე აისახება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფორუმისმთავარი მიზანიასაქართველოსპოზიტიურისაინვესტიციოიმიჯისშექმნა, რაცხელსშეუწყობსკონკრეტულსაინვესტიციოპროექტებშიყაზახურიინვესტიციებისმოზიდვას

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გარდა, ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge