png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 06.06.2016
  • 14:28
დიმიტრი ქუმსიშვილი ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

27 ივნისს ქალაქ ბერნში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. განცხადება ამის შესახებ ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

რაგნჰეიდურ ელინ არნადოტირი პირველი ისლანდიელი მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოში სამუშო ვიზიტით იმყოფება. ვიცე-პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის, EFTA-ს ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან, რომელშიც 4 სახელმწიფო - შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი შედიან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებებები წარმატებით  სამ რაუნდში დასრულდა.

დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ისლანდიურმა მხარემ ორ ქვეყანას შორის განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობა განიხილა. მხარეებმა ინვესტიციების მოზიდვისა და კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროექტს ისლანდიისა და საქართველოს  შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნება.  EFTA ოთხ ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება  ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ვაჭრობის სფეროში პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასთან, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge