ავღანეთში თალიბების თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 06.06.2016
- 14:49
შვიდი ადამიანი, მათ შორის ავღანეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი დაიღუპა ”თალიბანის” თავდასხმის შედეგად სარი-პულის პროვინციაში.
TOLO News-ის ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც სპეცსამსახურის წარმომადგენელი სახლში დაბრუნებისას მებრძოლების ალყაში მოექცა.
”დაიღუპა ავღანეთის სანჩარაკის რაიონის უშიშროების ეროვნული დირექტორატის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის თანამშრომელი, ოთხი ჯარისკაცი და ერთი ბავშვი”, - განაცხადა პროვინციის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ენაიათულა ჰაბიბიმ.
მოძრაობა ”თალიბანს” თავდასხმაზე პასუხისმებლობა ჯერჯერობით არ აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200