png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ

  • საზოგადოება
  • 06.06.2016
  • 18:07
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ

ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებაში ბრალდებულების ვანო მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ. სამხარაულის ექსპერტმა ეკა ჩავლეიშვილმა ის დაზიანებები აღწერა, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით გელაშვილს აღენიშნებოდა. ექსპერტის განცხადებით, განმეორებითი კომისიური ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით ჩატარდა, სადაც ლიტველი ექსპერტიც მონაწილეობდა. ამ დასკვნაში დაზიანებების ხარისხი განისაზღვრა და როგორც სიცოცხლისათვის საშიში ისე შეფასდა. ექსპერტს, მერაბიშვილის ადვოკატმა 2005 წელს ჩატარებული ექსპერტიზა შეახსენა და კითხა, მაშინ რატომ არ შეაფასა დაზიანებები სიცოცხლისათვის საშიშად.

"მაშინ არც დისკები და არც სამედიცინო დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი საკმარისად, რომ მსგავსი დასკვნა გამეკეთებინა. ახალი ექსპერტიზის დროს კი დამატებითი მასალები წარმოგვიდგინეს", -განაცხადა ჩავლეიშვილმა. ჩავლეიშვილის გარდა ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებიც სასამართლო სამედიცინო კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge