png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დადგენილების პროექტი დაამტკიცა

  • ეკონომიკა
  • 07.06.2016
  • 11:29
მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დადგენილების პროექტი დაამტკიცა

„ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყნის სივრცითი მოწყობაა. ეს გულისხმობს ქვეყნის  ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც შეუძლებელია წარმატებით განხორციელდეს შესაბამისი სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმის გარეშე“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  განუცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ ამ პროცესის სრულყოფა - უკვე მომზადებული და დამტკიცებულია ხერთვისის, ოლოდას, ვარძიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაცია, ვმუშაობთ ბახმაროს, ასევე მესტია-მულახისა და ახმეტა-თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის უზრუნველყოფისთვის კონკურსების ორგანიზებაზე, უკვე მზად არის და როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე მალე დავამტკიცებთ გუდაურის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციას. დღეს კი მთავრობის სხდომაზე ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დადგენილების პროექტი გავიტანეთ, რომელიც მუნიციპალურ დონეზე უკვე დამტკიცებული იყო“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები, ურეკის ზღვისპირა კლიმატური კურორტის მაღალი პოტენციალი, მოხერხებული სატრანსპორტო კავშირები, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული დაგეგმარება, რაც უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის, მაღალი დონის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნას.

„ურეკი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სამკურნალო ზღვისპირა კურორტია, მაღალი ტურისტულ-სარეკრეაციო პოტენციალით და მიზანშეწონილია, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მოხდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განახლება - რევიზია, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ურეკში მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასეთივე მაღალი ტურისტულ-სარეკრეაციო პოტენციალი გააჩნია შეკვეთილის ზღვისპირა ტერიტორიასაც. მისი განცხადებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, კურორტის ფუნქციონირება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

„შეკვეთილის ტერიტორიებისთვის აქამდე არ შემუშავებულა არც კონცეფტუალური ხასიათის პერსპექტიული განვითარების და არც მიწათსარგებლობის დოკუმენტაცია, რაც აჩენს რისკებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მიმდინარე განაშენიანება უსისტემოდ და არაგეგმაზომიერად განვითარდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა სანაპირო ზოლი, სადაც შეუსაბამო მშენებლობების განხორციელების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს სანაპირო ზოლის წარეცხვა და, შესაბამისად, სამკურნალო პლაჟების შემცირება ან დაკარგვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge