primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ქართული ოპოზიციური პარტიები ევროპის პარლამენტს მიმართვას უგზავნიან

  • პოლიტიკა
  • 07.06.2016
  • 11:37
 ქართული ოპოზიციური პარტიები ევროპის პარლამენტს მიმართვას უგზავნიან

ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ევროპის პარლამენტს მოუწოდებენ ნუ დააყოვნებენ ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის. მიმართვაში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესის დაყოვნება საქართველოს უკან დახევს, რაც გამოიწვევს ქვეყნის შიგნით მასობრივ პროტესტს და სიტუაციის ესკალაციას. აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
,,ქალბატონებო და ბატონებო, ევროპის პარლამენტის ძვირფასო წევრებო

მოგმართავთ ქართული პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომლის ძირითად საზრუნავს ქართველი ხალხის თავისუფლება და საქართველოს ევროპული მომავალი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია აღსრულდეს ქართველი ერის ნება და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, რომელსაც მოსწყვიტეს. თქვენთვის ცნობილია, რომ ქართველი საზოგადოებისთვის ევროპა გახლავთ ღირებულებითი აკვანი, რომლისკენაც ის დღემდე ისწრაფვის. ქართველებს საუკუნეების მანზილზე გვაქვს გამოწვდილი ხელი და საპასუხო რეაქციას თქვენგან ველით.

თავისუფლების მოპოვებიდან დღემდე საქართველომ გადადგა თამამი ნაბიჯები ინსტიტუციური განვითარების მხრივ, რაც გახლავთ უპრეცედენტო ნახტომი დემოკრატიზაციის გაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფმა ქვეყანამ აგრესიის და ოკუპაციის პარალელურად განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უქმნის დაბრკოლებებს ნორჩ დემოკრატიებს, როგორიც საქართველო და უკრაინაა, იმისთვის, რომ ევროპული მომავალი მხოლოდ ჩვენი ხალხებისა და დასავლეთის ილუზიად წარმოაჩინოს. პროცესები გამჭვირვალეა და ევროპას არ უნდა უჭირდეს იმის დანახვა, თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენს რუსეთი ქართულ პოლიტიკაზე. კრემლის პოლიტიკა საერთო გამოწვევაა, რომელსაც ერთიანი ევროპის ძალისხმევით გავუმკლავდებით.

სახელმწიფო ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, სასამართლო ხელისუფლება თუ სიტყვის თავისუფლების ხარისხი ის სეგმენტია, რომელიც საქართველოს გამოწვევად, ქართველი საზოგადოების დამოუკიდებლად რჩება. საქართველოს ხელისუფლება დღეისათვის არ გამოხატავს ქართველი საზოგადოების ნებას და მოექცა იზოლაციაში. ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ადრეულ ეტაპზე შეუდგა და იერიში სწორედ მედიასა და სასამართლოზე მიიტანა, მოსახლეობა მოკლებულია ინფორმაციის სრულყოფილად მიღების და აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას. ოპოზიციურ პარტიებს გვეზღუდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და ამომრჩეველთან კომუნიკაციის უფლება, რადგან მედია განიცდის ხელისუფლების ზეწოლას. ევროპისთვის სირთულეს არ წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში კრემლის კვალის დანახვა, რადგან საქართველოს ხელისუფლების ვექტორი ანალოგია საბჭოთა იზოლაციონიზმისა და უნდა გამოვრიცხოთ შემთხვევითობა. ფაქტია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესის პარალელურად ხელისუფლება მთელს ძალისხმევას ოპოზიციის დევნას, მედიასა და სასამართლოზე ზეწოლას ახმარს, რაც აფერხებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კრემლმა კვლავ ჩამოუშვას რკინის ფარდა საქართველოსა და ცივილიზებურ სამყაროს შორის, ხოლო გამოსავალი ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაშია.

უნდა ვაღიაროთ, რომ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ქართველი ხალხის დამსახურებაა და ის შეძლებს გადალახოს ხელოვნური ბარიერები მხოლოდ ევროპასთან ერთად. პარტნიორების ძალისხმევის გარეშე გაგვიჭირდება არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და ევროინტეგრაციის პროცესის დაყოვნება საქართველოს უკან დახევს, რაც გამოიწვევს ქვეყნის შიგნით მასობრივ პროტესტს და სიტუაციის ესკალაციას. ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ კრემლს გავლენის სფეროების შენარჩუნების შესაძლებლობა. დემოკრატიის განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ქართველი საზოგადოება აკეთებს მეტს და ეს ღვაწლი უნდა დაფასდეს. თქვენთვის ცნობილია, რომ ევროპაში ქართველების უვიზოდ მიმოსვლა გაამარტივებს საქართველოს ეკონომიკურ თუ ღირებულებით ინტეგრაციას ამ სივრცეში, ამიტომ ვიზალიბერალიზაცია იქნება ქართული სახელმწიფოსთვის წახალისების ეფექტური მექანიზმი. არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლების გამო დაისაჯოს ქართველი ხალხი. რამდენიმე თვეში ქართველი ამომრჩეველი მომავალ ხელისუფლებას დააკომპლექტებს და ჩვენ ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერერს პარტია „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, პარტია „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, პარტია „რეფორმატორები“, სამოქალაქო პლათფორმა „ახალი საქართველო“, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ლიბერალ დემოკრატები“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge