png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთავრობა იყალთოს ხევის განვითარების პროექტს იწყებს

  • ეკონომიკა
  • 07.06.2016
  • 11:44
მთავრობა იყალთოს ხევის განვითარების პროექტს იწყებს

6  ივნისის   მთავრობის   სხდომაზე  თელავის   მუნიციპალიტეტის   სოფელ   იყალთოში, იყალთოს ხევის განვითარების ღონისძიებების თაობაზე მომზადებული განკარგულების პროექტი   დაამტკიცეს,   რომელიც   მთავრობის   წევრებს   განსახილველად   დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს  მთავრობის  ერთ-ერთ  პრიორიტეტულ  ამოცანას წარმოადგენს  კულტურული  მემკვიდრეობის  ძეგლების  მოვლა-შენარჩუნება  და  მათი მიმდებარე  ტერიტორიის  განვითარება  ტურიზმის  ხელშეწყობის  მიზნით.  

„დღეს განვიხილეთ  ქვეყნის  ერთ-ერთი  გამორჩეული  კულტურული  მემკვიდრეობის  ძეგლის  - იყალთოს  სამონასტრო  კომპლექსის  მიმდებარე  ტერიტორიის,  იყალთოს  ხევის განვითარების  ხელშეწყობის  პროექტი,  რომლის   მიხედვით   სპეციალურად   შექმნილმა კომისიამ   უნდა   შეისწავლოს   იყალთოს   ხევის,   როგორც   ტურისტული   ობიექტის მიმზიდველობის  შესაძლებლობები. პროექტის  განხორციელებაში  კოორდინირებულად

ჩაერთვება  რამდენიმე  სამინისტრო,  რომლებიც  ერთობლივად  შეიმუშავებენ  იყალთოს ხევის  განვითარების გეგმა-კონცეფციას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იყალთოს  ხევის  განვითარების  მიზნით,  პირველ  ეტაპზე  განხორციელდება  მისასვლელი საავტომობილო  გზების,  წყალმომარაგებისა  და  წყალარინების  ინფრასტრუქტურის მდგომარეობის,   მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების  საჭიროებების  პირველადი  შესწავლა,  მეწყრული  პროცესებისა  და  მათი გამომწვევი  მიზეზებისა  და  ქარის  ნაკადების  კვლევა. გარდა ამისა, მოხდება    იყალთოს ხევში  არსებული  კულტურული  მემკვიდრეობის  ობიექტების   არქეოლოგიური-კვლევითი

სამუშაოების  დაგეგმვა,   ასევე  იყალთოს  ხევის   უძრავი  ქონების  კადასტრისა  და

მიწათმოწყობის  ერთიანი  სისტემის  ორგანიზება  და  მიწის  ნაკვეთების  საკადასტრო მონაცემების  სრულყოფა.   პროექტის ფარგლებში   ასევე დაგეგმილია  იყალთოს  ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება. იყალთოს  ხევის  განვითარების  ხელშემწყობ  კომისიას  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge