ქიბარ ხალვაშის მხარემ სააპელაციო სარჩელზე უარი განაცხადა
- სამართალი
- 07.06.2016
- 12:17
რუსთავი 2-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის მხარემ სააპელაციო სარჩელზე უარი განაცხადა. საუბარია ლოგოს და საავტორო უფლებების ნაწილზე. შესაბამისად, სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა.
რადგან საავტორო უფლებებზე დავა აღარ განიხილება, რომელზე მოპასუხეც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იყო, ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს.
ამავე მიზეზით, უარი ეთქვათ პროცესზე დასწრებაზე რუსთავი 2-ის იურისტებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200