png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცეტნრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა

  • პოლიტიკა
  • 08.06.2016
  • 10:49
საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცეტნრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარნეგის ფონდის ბელგიის ოფისს ეწვია და ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ორგანიზაციებისწარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და საქართველოს როლზე ისაუბრა,როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საუბარი რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. დისკუსიაში მონაწილეებმა ჩვენს რეგიონშიარსებული სიტუაცია განიხილეს და იმ შემაშფოთებელ გარემოზე ისაუბრეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება.

ხაზგასმით აღინიშნა ბოლო დროს ხურჩაში მომხდარი შემაძრწუნებელი ინციდენტი, როდესაც საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან.

საუბარი მომავალ NATO-ს ვარშავის სამიტსა და ჩვენი ქვეყნისათვის მის მნიშვნელობასაც  შეეხო.

დისკუსიაში მონაწილეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც განიხილეს.

მნიშვნელოვანი ყურადღება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მხარს უჭერენ უვიზო რეჟიმის შემოღებასთანდაკავშირებით.

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში საარჩევნო გარემოთიც დაინტერესდნენ. საუბარი ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. ხაზგასმით აღნიშნა ახალი აბრეშუმის გზის პროექტისმნიშვნელობა და ზოგადად საქართველოს როლი, როგორც შემაკავშირებელი აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრუსელში ვიზიტი კარნეგის ფონდში სტუმრობით დაიწყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge