png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება

  • პოლიტიკა
  • 08.06.2016
  • 15:17
საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ეწვია.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისსაკითხს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.

შეხვედრისას საუბარი ევროკავშირის წინაშე არსებულ მიმდინარე სირთულეებსაც შეეხო. მხარეებმა მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისა და შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოების დაცვის სფეროში, და ჩვენი კონტიგენტების მონაწილეობა სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში.

საქართველოსა და ევროკავშირის პრეზიდენტებმა ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. განსაკუთრებული ხაზგასმითაღინიშნა, ბოლო დროს მომხდარი შემაძრწუნებელი ფაქტი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება.

მხარეებმა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამართლიანი, გამჭვირვალე და საერთაშორისოსტანდარტების დაცვით არჩევნების ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკთან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს ქვეყნის პირველმა პირმა დონალდ ტუსკს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მისი პირადი ჩართულობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერებაში პირადად შეტანილი წვლილისათვის.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge