png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან იგი არის თავისუფალი სამყაროს გარანტი

  • პოლიტიკა
  • 09.06.2016
  • 11:55
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან იგი არის თავისუფალი სამყაროს გარანტი

"საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან გვჯერა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენთვის უაღრესად ღირებულ ფასეულობებს. იგი არის თავიუფალი სამყაროს უსაფრთხოების გარანტი, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან და მანამდეც რკინის ფარდის მიღმა, იყო და არის ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებისთვის. ეს ფასეულობები ჩვენი მისწრაფებაა და სწორედ ნატო-ს მოვალეობაა და მისი მთავარი ინტერესია დაიცვას თავისუფალი სამყარო და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფასეულობებისთვის იბრძვიან"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ

ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე "The Future of NATO Enlargement and New Frontiers in European Security" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ატლანტკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა მნიშნელოვანი პროცესია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფიან, არამედ თავად ალიანსისთვისაც, რადგან ეს პროცესი უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დამკვიდრებას.

"საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩვანია. ჩვენ ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანებას ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესად მივიჩნევთ, რისი ნაწილიც ისტორიულად ვართ. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრაციის იმ მექანიზმების გამოყენებით, როგორც არის წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი. საქართველო რეგიონალურ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების გატარების თვალსაზრისით"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ყველასათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და მრავლისმომცველი რეფორმები არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ კონკრეტული შედეგით გვირგვინდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობის თვალსაზრისით და ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

 ატლანტიკრი საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესსა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა მონაწილეობდნენ  საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი, საქართველოსა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრები, უკრაინის პოლიტიკური წრეების წარმომაგენლები, ამერიკის შერთებული შტატების ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge