ლაგოდეხსა და სარფში მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- სამართალი
- 09.06.2016
- 12:44
6 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს. კანონის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი 7 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ საკონტროლო ზონაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები (APRANAX PLUS) საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეს, ა.გ-ს შემოჰქონდა.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისად შსს ლაგოდეხის რაიონულ სამართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცათ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200