png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში სამთო ტურიზმის სპეციალისტებს ფრანგები მოამზადებენ

  • ეკონომიკა
  • 09.06.2016
  • 13:39
საქართველოში სამთო ტურიზმის სპეციალისტებს ფრანგები მოამზადებენ

 

საქართველოში სამთო ტურიზმის პროფესიებში დახელოვნება იყო მთავარი განხილვის თემა სააფრანგეთში სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმისა და საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან. შეხვედრზე. ღონისძიება 8 ივნისს ქალაქ შამონიში, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ხელშეწყობითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით გაიმართა.
საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან და სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) პრეზიდენტთან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ENSA საქართველოში მონაწილეობას მიიღებს სამთო ტურიზმის სპეციალისტების მომზადებაში. პარალელურად, მუშაობა დაიწყება ინსტიტუციური განვითარების და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებითაც.
პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა სამთო გამყოლების, სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების სპეციალისტების, ტრენერებისა და სამთო მაშველების მომზადებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმის შეხვედრზე მხარეებმა საქართველოში ENSA-ს მოდელის დანერგვის პერსპექტივებზე
ისაუბრეს.
საქართველოს ტურიზმის ლიდერთა სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების სამინისტროებისა და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ინიცირებული
პროფესიული კოლეჯია.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge