png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 09.06.2016
  • 14:44
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება გაიმართა

2016 წლის8 ივნისს აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებაგაიმართა. 

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მხრიდან მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმამიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენმა (Tony Blinken), თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ელისა სლოტკინმა (Elissa Slotkin), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა (Gayle Smith).

ღონისძიებაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას.

„ძალიან ემოციურია, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში საქართველოს 800-ზე მეტი მეგობარი შეიკრიბა. ეს ადამიანები სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა დროს საქართველოს გვერდით იდგა. იმ პროგრესში, რასაც საქართველომ მიაღწია დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, ამერიკელი ხალხისა და მთავრობის დახმარებას ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ ამ ურთიერთობებს ძალიან ვაფასებთ და მომავალ წლებს დიდი პერსპექტივით ვუყურებთ. ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობის ძალიან მტკიცე საფუძველია ჩაყრილი და ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში ღირსებისორდენითდაჯილდოვდნენსაქართველოსმეგობართაჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარე კონგრესმენი თედპო (Ted Poe), აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი (Bruce Andrews) და ჰეპატიტი C ელიმინაციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი (Anthony Fauci). 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების ფარგლებში სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა მომღერალი ნინო ქათამაძე და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „Dancing Crane Georgian Cultural Center“.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მათ შორის გათამაშდა დასასვენებელი საგზურები საქართველოში, ქართული ღვინო და სასაჩუქრე კომპლექტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge