primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

როგორ გამოიყურება თბილისის ზოოპარქი სტიქიიდან 1 წლის შემდეგ

  • საზოგადოება
  • 09.06.2016
  • 15:55
როგორ გამოიყურება თბილისის ზოოპარქი სტიქიიდან 1 წლის შემდეგ

 თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან, გიორგი ლილუაშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებინფორმაცია მიაწოდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო.

“13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანდა როგორცპარკის ინფრასტრუქტურა, ასევე, დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. ჩვენ შესაბამის უწყებებთან ერთად ძალიან სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები, დიდი ნაშალი მასალა იქნა ზოოპარკის ტერიტორიიდან გატანილი, რომლის შემდეგაც, აღვადგინეთ დაზიანებული ვოლიერები, დავიწყეთ ახალი ვოლიერების მშენებლობა და შესაბამისად, დავაბინავეთ ის ცხოველები, რომლებიც გადაურჩნენ სტიქიას. გარდა ამისა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოოპარკები გვეხმარებიან, ეტაპობრივად ჩამოდის ცხოველები და ფრინველები. აღნიშნული ტერიტორია, რამდენიმე წელი იქნება შენარჩუნებული, ვიდრე ახალი ზოოლოგიური პარკი არ განვითარდება, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ზოოპარკისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ და 48 ჰა ტერიტორია მთლიანად შემოიღობა, გაკეთდა კავკასიური ჯიშის ნაგაზებისთვის სპეციალური ძაღლსაშენი, გარდა ამისა, მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, ნაწილი დაპროექტების პროცესშია, რათა ეტაპობრივად გადავიტანოთ ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხოლო ეს ტერიტორია განვავითაროთ, როგორც სარეკრეაციო სივრცე,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს ზოოლოგიური პარკის ახალი ბინადრები გააცნო.ცოტა ხნის წინ, თბილისის ზოოპარკს 29 ახალი ცხოველი და ფრინველი შეემატა, 13 ივნისამდე, კი, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკების დახმარებით, ზოოლოგიურ პარკში, დამატებით 46 ცხოველი განთავსდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს.

სტიქიამდე ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე, სულ, 1155 ინდივიდი ბინადრობდა, მათ შორის იყო თევზები და ქვეწარმავლები. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კი,  ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი განადგურდა, დაიღუპა 281 ცხოველი.

ამ დროისათვის, დასრულებულია დათვების, მგლების,  მარტორქის, კეთილშობილი ირმების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერების აღდგენა-რეკონსტრუქცია.  ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს.

აშენდა სრულიად ახალი პავიანების, ბერბერული მაკაკების, ლემურების, კენგურუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ვოლიერები. მოეწყო ბეჰემოთის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით, ორი ახალი აკვარიუმი ეგზოტარიუმში (9 ტონიანი და 4 ტონიანი).

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ,ზოოპარკის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების, ფიზიკური პირების და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით,დაუყოვნებლივ დაიწყო ტერიტორიის გაწმენდა და  კეთილმოწყობის სამუშაოები.

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ზოოპარკის ტერიტორიაზესრულად არის აღდგენილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი). აღდგა მწვანე საფარი, ვოლიერები,  მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები.

რაც შეეხება ახალი ზოოპარკის ტერიტორიას (თბილისის ზღვის მიმდებარედ), აღნიშნული ადგილი შემოიღობა,მოეწყოძაღლსაშენი, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსდადათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120 000 ლარი), რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეა. GIZ-ის დაფინანსებითვე მოეწყობა ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები ( 40 000 € ).

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge