png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გოძიაშვილის პირველ ჩიხში სანიაღვრე და წყლის სისტემის მოწესრიგება იწყება

  • საზოგადოება
  • 09.06.2016
  • 16:02
გოძიაშვილის პირველ ჩიხში სანიაღვრე და წყლის სისტემის მოწესრიგება იწყება

ვაშლიჯვრის დასახლებაში, გოძიაშვილის პირველ ჩიხში უახლოეს დღეებში სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება - ეს გადაწყვეტილება საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დღეს ამ ქუჩის მცხოვრებლებს პირადად გააცნო. გამგებლის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება კომპანია „ჯივიპისთან“ ამავე ქუჩაზე წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციის შესახებ და მზად არის პროექტი, რომელიც სანიაღვრე სისტემის პარალელურად განხორციელდება.

ადგილობრივი მოსახლეობა სიახლეს დადებითაც შეხვდა, რადგან მათი განცხადებით, ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემა მათთვის უმძიმესი პრობლემაა, რადგან მილები მუდმივად ზიანდება, ქუჩაზე მოედინება ნიაღვრები, ლოკალური პრობლემის გამო სისტემიდან ითიშება მთელი დასახლება და შესაბამისად, სისტემის რეაბილიტაცია მათთვის დიდი კომფორტი იქნება.

„უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც ამ ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწყობს და სამუშაოები ამ დღეებში დაიწყება. სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის გარეშე ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს ვერ განვახორციელებთ, რადგან დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაცია გაკეთებულ გზას აუცილებლად დააზიანებს. ამ ორი უმთავრესი პრობლემის მოგვარების შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება საგზაო პროექტზე მუშაობაც,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სანიაღვრე სისტემის მოწყობაზე გოძიაშვილის პირველ ჩიხში კომპანია „დარი“ იმუშავებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge