png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა.

  • სამართალი
  • 09.10.2015
  • 14:08
საქართველოს მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა.

საია-ს ინფორმაციით, გამსახურდიამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისს მიმართა. მომჩივნის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს. „აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2015 წლის 15 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“. 

საჩივარი შეეხებოდა მომჩივნის, ც. გამსახურდიას მსჯავრდებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროს დაწესებულების თანამშრომელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული განცხადება შეფასების მიღმა დატოვეს. საია ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა. 

2015 წლის 15 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა მოსთხოვა. 2015 წლის 7 მაისს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომელსაც მომჩივანი დათანხმდა. 

საქართველოს მთავრობამ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის თანახმად, აღიარა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა მომჩივნის მიმართ, რადგან მომჩივნის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება ც. გამსახურდიას პრეტენზიას დანაშაულის პროვოკაციასთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მომჩივნის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოა სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა, არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს. ამასთან, სახელმწიფომ ც. გამსახურდიას სასარგებლოდ დარღვეული უფლების კომპენსაციის მიზნით 2, 500 ევროს გადახდის ვალდებულებაც აიღო“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. 
ამასთან, ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას ეძლევა შესაძლებლობა, მიმართოს ეროვნულ სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე და ეროვნული სასამართლოების მიერ მის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ხელახალი გადასინჯვა მოითხოვოს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge