png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ენმ: რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს

  • საზოგადოება
  • 09.06.2016
  • 18:42
ენმ: რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს

,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს. როგორც მამუკა ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ენმ-ის განცხადებით, ერთი წლის წინ ფოთში მოწყობილ მსგავს ჩვენებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ პროცესმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.

„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი ქალაქ რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლაში. დღეს, ამ სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეებისათვის მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც ძალიან მძიმე კადრები იყო წარდგენილი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის მხრიდან, არაერთხელ იყო დაპირება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდებოდა და მსგავსი ფაქტები იქნებოდა აღკვეთილი, სამწუხაროდ, ამ პროცესებმა გადაინაცვლა საჯარო სკოლებში, სადაც ამის უშუალო მონაწილეები ხდებიან მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეები. ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულია, რომ მოხდეს ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. სახიფათოა, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება საზოგადოების დაყოფა - ეს არის მცდელობა საზოგადოების დაყოფის და დაპირისპირების, ამ პროცესებში საშინელებაა, რომ ჩართულები არიან და მცდელობაა ჩართვის, სკოლის მოსწავლეების და საშინელებაა ის, რომ ეს ყველაფერი ხელდასმულია ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად მთავრობის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს დროულად უნდა აღიკვეთოს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად, ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვოთ პასუხი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს - რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის ხელმძღვანელს და უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფილმის ჩვენებაში იყვნენ ჩართული და მოიაზრებიან ორგანიზატორებად. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ახლად დანიშნულმა მინისტრმა დროული რეაგირება მოახდინოს ამ საზარელ ფაქტზე და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას მსგავს მძიმე, ძალიან სახიფათო, ძალიან საშიშ ტენდენციას",- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრის მარიამ რამინაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალგაზრდებს აგრესიულად განაწყობს.

„მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და შესაბამისი ადამიანების განმარტება. მათი, ვინც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ღონისძიებაში და სასწავლო მასალად გამოიყენეს ძალადობის ამსახველი კადრები. ეს განაწყობს ახალგაზრდებს აგრესიულად და შეიძლება იყოს დაპირისპირების წინაპირობა",- აღნიშნა რამინაშვილმა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა 19:00-ზე აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება და ამ თემაზე განმარტებას სწორედ იქ გააკეთებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge