png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტს ფრანს ტიმერმანსს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 09.06.2016
  • 18:53
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტს ფრანს ტიმერმანსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტთან ფრანს ტიმერმანსთან გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დასრულების შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოშეთანხმების მყისიერ ამოქმედებას ელის.

აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული გადამწყვეტი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ევროკავშირის მხარდაჭერა დადახმარება.

ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის როლსა და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისსაკითხებში.  გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულიასაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობისფაქტის გამო. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიცსაქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცედ ერთგული რჩება და ასოცირების შეთანხმებისეფექტიანი იმპლემენტაციის გზით აძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge