png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა

  • პოლიტიკა
  • 10.06.2016
  • 09:29
საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში, ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა.

გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის დასასრულს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ევროპულ სტრუქტურებში კითხვები არ არსებობს.

„ყველა პოლიტიკოსთან  ჩვენი შეხვედრების გახსნითი ფრაზა იყო, ის რომ  საქართველომ ვიზალიბერალიზაციის  ყველა მოთხოვნა შეასრულა. ევროპული პოლიტიკა რთული და კომპლექსური პროცესია. ამ პროცესს და გადაწყვეტილების მიღებას კიდევ  დრო სჭირდება.

ჩვენ, პოლიტიკოსები, დიპლომატიის თვალსაზრისით, არ მოვაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნებამდესაქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ის, რასაც იმსახურებას - თავისუფალი, უვიზო მიმსვლა ევროპასთან.

საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში. ჩემი დელეგაცია შედგებოდა მთავრობისა და  პარლამენტის ორი, ოპოზიციური პარტიისწარმომადგენლისაგან. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციის ყველა წევრს - ოპოზიციასაც და სახელისუფლებო ძალასაც, იმ ერთიანი პოზიციისათვის, რომელიც მათ ევროპასთან თავისუფლი მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით აქვთ.

ევროპარლამენტი არის ის სტრუქტურა, რომელიც სრულად უჭერს მხარს ამ პროცესის დაჩქარებას.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავისუფალ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე მოხდეს", - განაცხადასაქარველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაც შეაფასა და  NATO-ს მომავალ ვარშავისსამიტზე ისაუბრა.

„გუშინ, გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს საკითხს ოთხ, ყველაზე სერიოზულ, ფორმატში განიხილავენ. რაცპოლიტიკურად, კიდევ უფრო წინ წამოსწევს ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკას.

დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ნათელ მხარდაჭერას მივიღებთ.

სამიტზე ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სხვადასხვა საშუალებებზე, მათ შორის, იმ პაკეტის გაფართოებაზე,რომელზეც უელსში გვქონდა საუბარი.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ჩვენ მივაღწევთ ჩვენი უფლებების მნიშვნელოვან და სერიოზულ აღიარებას", - აღნიშნაგიორგი მარგველაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge