png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

  • პოლიტიკა
  • 10.06.2016
  • 13:15
დავით უსუფაშვილმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან გამართეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავდაცვის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის მნიშვნელოვან შეთანხმებებს მოეწერა ხელი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე განცხადებით, საქართველო მზად არის, გერმანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გააგრძელოს.„ ჩვენი ქვეყანა მზად არის, გერმანიასთან ერთად, გრძელვადიან პრიორიტეტებზე ითანამშრომლოს იმ პირობით, რომ საქართველო არ დარჩება იმ შეთანხმებების მიღმა, რომელმაც მსოფლიოში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სურვილია, აღიქმებოდეს როგორც ევროპისა და აზიის შემაკავშირებელი ადგილი, სადაც მყარდება კავშირები ეკონომიკის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში, სადაც ცივილიზაციები შეჯახების ნაცვლად, ხვდებიან ერთმანეთს. „ჩვენ შეგვიძლია და გვსურს, რომ ვიყოთ სასარგებლო ამ ორი მხარისთვის - ევროპისთვის და აზიისთვის და არ მიგვიჩნიოს ვინმემ, როგორც პატარა პრობლემა, რომელიც ოდესღაც მოგვარდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიას სურს, ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატში, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს. მისივე თქმით, საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად." ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ემსახურება მშვიდობას და არ უნდა აღიქმებოდეს საფრთხის შემცველად",- განმარტა ვოლფგანგ ჰელმიხმა.

დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერვიუ მისცა გერმანული გაზეთის „das Parlament"-ის ჟურნალისტს.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge