png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.06.2016
  • 14:22
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 8 ივნისს შეხვედრები გამართა აშშ-სკონგრესის ორივე პალატაში. გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის წევრსა დანატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან (რესპუბლიკელი-ოჰაიო). შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვარშავისსამიტისთვის მზადების პროცესი და ამ კუთხით აშშ-ის კონგრესის აქტივობის მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენ ტერნერს მადლობაგადაუხადა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს რედაქციის გათვალისწინებისათვის და საბოლოო დოკუმენტში აღნიშნულიმხარდაჭერის შენარჩუნების იმედი გამოთქვა​. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოსადა შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში. 

2016 წლის 9 ივნისს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეებთან, სენატორ ბობ კორკერთან (რესპუბლიკელი-ტენესი) დაბენჯამინ კარდინთან (დემოკრატი-მერილენდი), სენატორ ჯინ შაფინთან (დემოკრატი-ნიუ-ჰემპშირი), სენატორ რონ ჯონსონთან (რესპუბლიკელი-ვისკონსინი), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან,კონგრესმენ დანა რორაბახერთან (რესპუბლიკელი-კალიფორნია).
შეხვედრებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ  უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათდასაძლევად აშშ-ის ძალისხმევის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებთანდაკავშირებით არსებულ სავალალო მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე. მხარეებმა ისაუბრეს ვარშავაში დაგეგმილი ნატო-სსამიტისადმი არსებულ მოლოდინებზე, მზადების პროცესსა და ამ მხრივ კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე; აგრეთვე, განიხილეს საქართველოსადა ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლისსაკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის მზადების პროცესს.გამოიხატა მადლიერება აშშ-ისადმი და ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისა დაგაღრმავების მნიშვნელობაზე.
ამერიკულმა
მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ მოკავშირეობას, საქართველოსადმი აშშ-ს დიდ მხარდაჭერასა დარუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დაუშვებლობას, ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოსმნიშვნელოვან როლსა და კონტრიბუციაზე, რომელსაც აშშ დიდად აფასებს. ამერიკულმა მხარემ გამოხატა საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში აშშ-ის სრული მხარდაჭერა, ასევე, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დადაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge