primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

პროკურატურა: 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ

  • სამართალი
  • 10.06.2016
  • 15:32
 პროკურატურა: 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე რიცხული 5 ავტომანქანა და იძულებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული და ამ დრომდე გამოუყენებელი 80 000 ლარი დაუბრუნდებათ.

პროკურატურის განცხადებით, დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი, კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 11 სექტემბერს მთავარ პროკურატურას დაკავებული ჰყავდა შპს „მშენებელი XXI საუკუნე“-ს დამფუძნებელი სამსონ ცეცხლაძე, რომელსაც ედავებოდნენ საცხოვრებელი ბინების უკანონოდ რეალიზაციას და მიღებული თანხების დაუფლებას.

,,ამასთან, გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ სამსონ ცეცხლაძეს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება მთლიანობაში უნდა გადაეხადა 300 000 ლარი, საიდანაც 100 000 ლარი იქნებოდა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, ხოლო დარჩენილი 200 000 ლარით მას პროკურატურისთვის უნდა შეეძინა 5 ა/მანქანა, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების ,,ჩრდილოვან მხარედ“. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურის წარმომადგენლის გადმოცემით, სამსონ ცეცხლაძეს დიდი ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ზეწოლის შედეგად, დაკავებული მშენებელი იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მან საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდასთან ერთად, ოჯახის წევრების მეშვეობით, 200 000 ლარად, ,ჰიუნდაი“ ცენტრში შეიძინა 4 ერთეული „ჰიუნდაი სონატა“-ს და 1 ერთეული „ჰიუნდაი IX 35“-ის მარკის ავტომანქანა, რომლებიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა პროკურატურას. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ე.წ. ,,ჩრდილოვანი პირობა“ - ა/მანქანების დათმობა. საპროცესო შეთანხმებით ბრალდებულს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან საპატიმრო დაწესებულება მხოლოს მას შემდეგ დატოვა, რაც ა/მანქანები პროკურატურას აჩუქა.

აღნიშნული 5 ა/მანქანა, რომელიც დღეს იმყოფება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე და სარგებლობაში, ჩვენი გადაწყვეტილებით საკუთრებაში დაუბრუნდება დაზარალებულ მოქალაქეს სამსონ ცეცხლაძეს.

ასევე, პროკურატურისგან დაზარალებულ კიდევ ერთ მოქალაქეს -ამირან ბეგიაშვილს დაუბრუნდება იძულებით ჩამორთმეული 80 000 ლარი. კერძოდ, 2010 წლის მარტის თვეში, მთავარი პროკურატურა სწავლობდა შ.პ.ს. „ბა & ბი“-ს საქმიანობას, რა დროსაც ხსენებული კომპანიის დირექტორს ამირან ბეგიაშვილს უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იძულებით ჩამოართვეს 80 000 ლარი, რაც იმჟამინდელი პროკურატურის თანამშრომლების განმარტებით უნდა ყოფილიყო საწარმოს საქმიანობაში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაკისრებელი ჯარიმის თანხა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამირან ბეგიაშვილის და მისი კომპანიის მიმართ გამოძიების მიერ არ დადგინდა რაიმე დარღვევის ფაქტი და შესაბამისად არ ყოფილა რაიმე სახის სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, ამირან ბეგიაშვილი საქმეში დარჩა მოწმის სტატუსით და მისთვის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული თანხის განკარგვა არ მომხდარა.

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნება დისკრეცია და არ მოხდება მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ. ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოქალაქე სამსონ ცეცხლაძეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე არსებული 5 ა/მანქანა, ხოლო მოქალაქე ამირან ბეგიაშვილს გამოძიების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული 80 000 ლარი.

ამ დროისთვის, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 38 დანაშაულებრივი ეპიზოდი; მხილებულია 29 საჯარო მოხელე, 5 საჯარო მოხელის მიმართ მიმდინარეობს სისხლსამართლებრივი დევნა (კონსტანტინე არჩაია, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ლაცაბიძე).

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ზემოაღნიშნული ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დაზარალებულად ცნობილ იქნა 57 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ: 46 ა/მანქანა, 9 მიწის ნაკვეთი; 3 საცხოვრებელი ბინა, 1 საოფისე ფართი, 48 დასახელების ოქროს ნაკეთობები; აკურას ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო კომპლექსი, დამაგრებული მიწის ნაკვეთით; გორის საცურაო კომპლექსი- შპს ,,აკვაპარკი „ და თანხა 80 000 ლარი.

ჯამში დაბრუნებულია 16 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება. სამართლებრივი პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეებისათვის 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი”, - ნათვქმია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge