png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

  • საზოგადოება
  • 12.06.2016
  • 11:21
მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და  მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 

დევნილებსა და ეკომიგრანტებს  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული ტვირთი (გასაშლელი საწოლები) და კერძო კომპანიისგან სპორტული ფეხსაცმელები გადაეცათ. მინისტრმა ის სახლებიც მოინახულა, რომლებსაც სამინისტრო, მონიტორინგის დასრულების შემდგომ,  სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის  შეისყიდის.

სოზარ სუბარი  სოფელ ჭუბერში აფხაზეთიდან დევნილ ცინდელიანების ოჯახსაც ესტუმრა.  დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ურთიერთპარტნიორობის ფარგლებში, სამედიცინო კლინიკა  „გორმედ“-მა ცინდელიანების 6-სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა, რაც მათ შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება.

მერაბ ცინდელიანი  მეუღლესთან ერთად აფხაზეთში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდგომ, კი საცხოვრებლად ჭუბერში გადმოვიდა. აფხაზეთის ომის დროს, კოდორის ხეობით წამოსულ დევნილებს ჭუბერში პირველი სწორედ ცინდელიანების სახლი ხვდებოდათ.  მერაბ ცინდელაინმა და მისმა ოჯახმა ასობით დევნილს გაუწიეს დახმარება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge