პირველად საქართველოში, Forbes Georgia-ს ინგლისურენოვანი გამოცემა
- საზოგადოება
- 12.06.2016
- 11:44
სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi “-ში Forbes Georgia -ს ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესენები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის : ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) , საერთაშორისო სავალუტო ფონდი ( IMF ), მსოფლიო ბანკი...
ჟურნალი საქართველოში მცხოვრებ უცხოლებსა და ინგლისურენოვან ქართველებს შესთავაზებს გამორჩეულ ანლიტიკურ სტატიებს ლოკალური ფინანსების, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის თემებზე.
რაც შეეხება ინგლისურენოვან Forbes Georgia-ს პირველ ნომერს, მასში თავმოყრილი იქნება 55 ნომრის საუკეთესო მასალები „ჩვენი მიზანი გავზარდოთ ცნობადობა იმ ანტერპრენიორების, კომპანიებისა და იდეების მიმართ, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ახდენენ საქართველოსა და შესაბამისად რეგიონის განვითარებაზე“.ყოველთვიურიForbes Georgia-ს პირველი ნომერი 2011 წლის დეკემბერში გამოიცა და უმოკლეს დროში ის ვებსაიტთან ერთად (www.forbes.ge ) ყველაზე სანდო საინფორმაციო რესურსად ჩამოყალიბდა საქართვრლოს ბიზნესლიდერებისთვის.