png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნა

  • საზოგადოება
  • 12.06.2016
  • 16:17
12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნა

საქართველოში პირველად, შს სამინისტროს ინიციატივით, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა. ცერემონია ბათუმში ჩატარდა. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გიორგი მღებრიშვილმა გახსნა და მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა: „მოხარული ვარ, რომ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აღინიშნება მეხანძრე-მაშველის დღე. 2015 წლიდან, რაც აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოუერთდა, საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტომ 87 ათასამდე სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, ჩააქრო 20 ათასზე მეტი ხანძარი, რეაგირება მოახდინა 6500-ზე მეტ ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციაზე, გადაარჩინა და დახმარება გაუწია 3114 ადამიანს. მეხანძრე-მაშველის პროფესია - ეს არის უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ, რათა თქვენი მისია წარმატებით შეასრულოთ და სხვათა გადასარჩენად, მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდადებისთვის!” - განაცხადა შს მინისტრმა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველების ხსოვნას. როგორ გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შს სამინისტროს ინიციატივით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას 13 ივნისის სტიქიის ღამეს გმირულად დაღუპული მაშველის - ზურაბ მუზაშვილის სახელი დაერქმევა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელები პირადად გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა სააგენტოს პენსიაზე გასული თანამშრომლები განსაკუთრებული დამსახურებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონებით დააჯილდოვა.
მეხანძრე-მაშველის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების პირადი შემადგენლობა ტექნიკითა და აღჭურვილობით წარსდგა.
ღონისძიების დასასრულს ხმელეთსა და ზღვაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge