png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართველი ახალგაზრდების წარმატება ბრიუსელში IFLC-ზე

  • მსოფლიო
  • 13.06.2016
  • 10:34
ქართველი ახალგაზრდების წარმატება ბრიუსელში IFLC-ზე

ბრიუსელში მსოფლიოს ენისა და კულტურის ფესტივალის გალა კონცერტი გაიმართა. წელს ფესტივალი მეთოთხმეტედ ჩატარდა და იგი ევროპარლამენტისა და იუნესკოს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა დემირელის კოლეჯის ცეკვის კლუბმა  და ქუთაისელმა ახალგაზრდა ვოკალისტმა ნია წოწონავამმიიღეს.

ენისა და კულტურის ფესტივალის ფინალში 14 ქვეყნის 350-ზე მეტინიჭიერიახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. თითოეული მონაწილე პროექტში საკუთარ ქვეყანასა და კულტურას წარადგენდა. დახურვის საზეიმო ღონისძიებას ევროპარლამენტის და ბელგიის პრემიერ მინისტრი, ასევე მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთად აღიარეს პროექტის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა.

წელს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში საქართველოდან 5 ვოკალისტი და ორი ცეკვის ანსამბლი იღებდა მონაწილეობას.ქართველი ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მერვე-მეთორმეტე კლასის ქართველი მოსწავლეები: თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან წარმატებით წარდგნენ ფესტივალზებრაზილიაში, აფრიკაში, სინგაპურში, ინდოეთში, ამერიკაში, რუმინეთში, მოლდოვასა და ყირგიზეთში ჩატარებულ მასშტაბურ კონცერტებზე. ცეკვის კლუბი და ქართველი მომღერალი ნია წოწონავა ფინალამდე, ერთი თვის განმავლობაში 14 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გერმანიაში გადიოდნენ რეპეტიციებს ვოკალსა და ცეკვაში. მათ მონაწილეობამიიღესქალაქ დორტმუნდში გამართულ ფინალურ კონცერტზეც და დიდი წარმატებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.

ენისა და კულტურის XIV საერთაშორისო ფესტივალის დახურვაზე, ბრიუსელში ქართველ მოცეკვავეთა კლუბი განსაკუთრებული ნომრით წარსდგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მათ ქართული ცეკვებიშესთავაზეს პუბლიკას. ქართველმა მოცეკვავეებმა ასევე სპეციალური ნომერი  აფრიკელ მონაწილეებთან ერთადაც შეასრულეს.

ენისა და კულტურის ფესტივალი ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება და იგი 170 ქვეყნის ასობით მონაწილეს აერთიანებს. მისი მიზანია მსოფლიო კულტურების დაახლოება, მსოფლიო მშვიდობის დიალოგის წამოწყება და სხვადასხვა ენებისა და კულტურების დაახლოება.

წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალს განსაკუთრებული მხარდაჭერა  აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც გამოუცხადა. პროექტმა ფესტივალის ფარგლებში გამართულ ორ ღონისძიებას უმასპინძლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროექტს წელს მხარდაჭერა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა პან გიმუნმაც გამოუცხადა და მსოფლიო ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდები გაეროს შტაბ ბინაში მიიწვია და მათთვის სპეციალური მიღება გამართა.

2014 წლის ფესტივალი გამარჯვებული ქართველი მონაწილე ირინა ხეჩანოვი გახლდათ, რომელიც წელსაფრიკაში ჩატარებული ფესტივალის სპეციალური სტუმარი გახლდათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge