png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი - განახლებული „ვითიბი არენა“ გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 13.06.2016
  • 13:54
თბილისში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი - განახლებული „ვითიბი არენა“ გაიხსნა

 

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად, დაზიანებული თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრის აღსადგენად    ვითიბი ბანკმა 1,400 000 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით დაფინანსდა შენობის სარემონტო სამუშაოები და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინვენტარის შეძენა. ვითიბი ბანკი 2014 წლიდან არის საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორი. განახლებულ ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრს „ვითიბი არენა“ ეწოდა.

 სპორტული ცენტრში განთავსებულია  მხატვრული და სპორტული ტანვარჯიშის დარბაზები. ცენტრი ყოველდღიურად ათასამდე ბენეფიციარს ემსახურება, აქედან უფასო მომსახურებით 57 სოციალურად დაუცველი მოზარდი სარგებლობს.

 “თბილისში ერთი წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ პრაქტიკულად მთლიანად  გაანადგურა   ტანვარჯიშის ფერდერაციის შენობა. ვითიბი ბანკი 2014 წლიდან არის ფედერაციის გენერალური სპონსორი, ამიტომაც  გადვაწყვიტეთ  გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და სრულად დავაფინანსეთ აღდგენითი სამუშაოები და ახალი საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინვენტარის შეძენა. აღნიშნულ პროექტზე ვითბი ბანკის მიერ ერთი მილიონ ოთხასი ათასი ლარი გამოიყო. მოხარულები ვართ, რომ  ერთი წლის თავზე განახლებულ  სპორტულ ცენტრში ათასამდე სპორტსმენს და მოზარდს ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცათ“, განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge