png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 13.06.2016
  • 17:51
საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნოპერიოდის შესაფასებლად ჩამოვიდნენ.

შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს აცნობეს, რომ 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირველბად საქართველოს საერთაშორისო სადამკვირვებლოდელეგაციები ესტუმრებიან.

მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობა, იმისათვის, რომ არჩევნები საერთაშორისოპრინციპების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. საუბარი დღეს არსებულ პოლიტიკურ გარემოსაც შეეხო.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტის მთავარი მიზანი, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს უმთავრესი ამოცანა, საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება უნდა იყოს.

„ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, კორცხელის ინციდენტზე. საუბარი გვქონდა ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემოზე.

დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა და კონსტიტუციის გარანტის როლზე წინასაარჩევნო პერიოდში.

პრეზიდენტმა მათ ამომწურავი პასუხი მიაწოდა თუ რა ტიპის კამპანიას გეგმავს და რა სახით აპირებს წინასაარჩევნო პროცესებში ჩაბმას, იმისათვის, რომ ამომრჩეველი მეტად იყოს მოტივირებულიარჩევნებში მონაწილეობის მისაღებად",- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს, რის საფუძველზეც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებას მოამზადებენ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტისსაგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge