png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში მოუსმინეს

  • საზოგადოება
  • 14.06.2016
  • 09:16
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში მოუსმინეს

დღეს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს თამარ ქალდანს და ნიკოლოზ ლეგაშვილს მოუსმინეს.

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის წევრებს კანდიდატები წარუდგინა და მათი ბიოგრაფიები გააცნო.

თამარ ქალდანმა თავის გამოსვლაში სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრა საკანონმდებლო რეფორმის გაგრძელების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მოქალაქეთა ინფორმირების ზრდის მნიშვნელობაზე.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ თანამდებობის დაკავება და მქონდა საშუალება მთავრობასთან, პარლამენტთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვყოფილიყავი რეფორმის მონაწილე, რომელიც ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას ემსახურებოდა“ - აღნიშნა თამარ ქალდანმა.

მეორე კანდიდატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა პარლამენტარებს მისი ხედვები გააცნო: ისაუბრა ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და საზოგადოებასთან და მონაცემთა დამმუშავებლებთან მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე.

საკომიტეტო განხილვის პროცესში კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 8 წევრმა მხარი თამარ ქალდანის კანდიდატურას დაუჭირა, 4-მა წევრმა ნიკოლოზ ლეგაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 7-მა დეპუტატმა მხარი თამარ ქალდანის კანდიდატურას დაუჭირა, 4-მა დეპუტატმა ნიკოლოზ ლეგაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 4 ბიულეტენი გაბათილდა.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პარლამენტი 3 წლის ვადით ირჩევს. 2013 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge