primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

  • ეკონომიკა
  • 14.06.2016
  • 09:56
 აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

 

აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის დროებით გათიშვა ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს უკავშირდება, კერძოდ, ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოების ჩატარებას.

პროექტიდან გამომდინარე, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს.

რეგიონის მასშტაბით გაზის მიწოდება 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. აღნიშნული პერიოდი საჭიროა გაზმომარაგების კომუნიკაციების განახლებისა და სამუშაოების სრულფასოვნად წარმოებისთვის, რაც მომავალში, მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ქვეყნისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის, ამ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის და ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის აჭარის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება. „სოკარ ჯორჯია გაზის"

აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული შემადგენლობით გადავლენ 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24 საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რათა აჭარის ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველვყოთ შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge