png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ავიაკომპანიის საქართველოში რეგისტრირების საკითხებზე "ჰუალინგ ჯგუფთან" სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 14.06.2016
  • 14:14
ავიაკომპანიის საქართველოში რეგისტრირების საკითხებზე "ჰუალინგ ჯგუფთან" სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩინური ავიაკომპანიების შემოსვლის ხელშეწყობის, ბიზნესორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გამართვისა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებიან.  

3 დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ქართულმა მხარემ  შეხვედრა გამართა  „ჰუალინგ ჯგუფთან“, რომელიც საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს.  შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს კომპანიის ანგარიში ავიაკომპანიად რეგისტრირებისათვის განხორციელებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, „ჰუალინგ ჯგუფი“ ინვესტიციების განხორციელებას სამოქალაქო ავიაციის სხვა სფეროებშიც გეგმავს.

ჩინური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ტექნიკური მომსახურებისა და საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების ცენტრის შექმნით, აგრეთვე მცირე ავიაციის განვითარებისა და მისი ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობებით.

შეხვედრის ფარგლებში, ჩინური მხარე დეტალურად გაეცნო საქართველოში მოქმედი საავიაციო საკანონმდებო-ნორმატიული ბაზის შესახებ ინფორმაციას მოსამზადებელი სამუშაოების დროულად და ეფექტურად წარმართვისთვის.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სრული მხარდაჭერა აღუთქვა კომპანიას და  მორიგი შეხვედრა თბილისში დაიგეგმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge