png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თეა წულუკიანი: აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

  • პოლიტიკა
  • 14.06.2016
  • 14:24
თეა წულუკიანი: აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება კანონიერად მიიჩნია.

"ივანე მერებიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის ოთხი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწდზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მითუმეტეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული ივანე მერებიშვილის გაყალბებული პასპორტი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, აუცილებლად გამოსაძიებელი იქნება 2014 წლის დეკემბერში მომხდარი ინციდენტი.

"რაც შეეხება დარღვევებს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად, ერთი ფრაზით გამოიტანა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებული და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, თითქოს,  2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებული და ამიტომ ალბათ არის მე-18 მუხლის დარღვევა.  მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობ,ა რომელიც დასრულდა 2 წლის წინ, კანონიერად არის აღიარებული, გაჩნდა კითხვის ნიშანი ფარცხალაძის ეპიზოდთან, ესეც გამოსაძიებელი იქნება აუცილებლად", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის ინფორმაციით, რაც შეეხება თანხის ნაწილს, ივანე მერაბიშვილი ითხოვდა 15 000 ევროს, მას მიანიჭეს 4 000 ევრო, ოთარ კახიძე ითხოვდა 35 000 ევროს საადვოკატო მომსახურებისათვის, მას მიანიჭეს ასევე 4000 ევრო.

"ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. ის შედის ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც, თუ მე, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი, და სახელმწიფო უწყება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, მას არ გავასაჩივრებთ. ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, მაგრამ როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, წინასწარ არ ვიცი, ალბათ, გაისად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge