png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ესპანეთში სამუშაოდ წასული დევნილი სამშობლოში დააბრუნა

  • საზოგადოება
  • 14.06.2016
  • 17:55
ესპანეთში სამუშაოდ წასული დევნილი სამშობლოში დააბრუნა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.

მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ არმაზ ჩხეტიანის 5-სულიან ოჯახს ესტუმრა. ჩხეტიანების ოჯახმა ოჩამჩირეში მშობლიური სახლის დატოვების შემდგომ, საცხოვრებელი ადგილი 7-ჯერ შეიცვალა, თუმცა, საკუთრება არასდროს ჰქონიათ. გასულ წელს, სამინისტრომ ჩხეტიანების ოჯახისთვის ბოლნისში, თამარ მეფის ქუჩაზე 21 000 ლარად სახლი შეისყიდა.  საცხოვრებელი ფართი დევნილებმა თავისი სურვილის შესაბამისად შეარჩიეს.  არმაზ ჩხეტიანის ვაჟიშვილი  სამუშაოდ ესპანეთში იყო წასული, სამინისტროს მიერ სახლის შესყიდვის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და ახალ სახლში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს.

მინისტრმა მურღვლიანების 4-სულიანი ოჯახიც მოინახულა.  გოჩა მურღვლიანმა ბანკში აღებული სესხის საშუალებით, ბოლნისში სოხუმის ქუჩაზე სახლი შეისყიდა.  სამსახურის  დაკარგვის შემდგომ, გოჩა მურღვლიანი სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებდა და სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მურღვლიანების ოჯახი 21 000 ლარით დააფინანსა, რაც მათ სესხის სრულად დაფარვაში დაეხმარა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ  ქვემო ქართლის რეგიონში 200-მდე  სახლი შეიძინა,  მხოლოდ 2016 წელს კი,  უკვე 26 სახლია შესყიდული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge