png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით დონდუა: თუ არაფერი გაკეთდა, სამ-ოთხ წელიწადში აფხაზეთში მივიღებთ ყირიმს

  • პოლიტიკა
  • 09.10.2015
  • 18:29
დავით დონდუა: თუ არაფერი გაკეთდა, სამ-ოთხ წელიწადში აფხაზეთში მივიღებთ ყირიმს

საქართველოს საგარეო უწყების მეორე პირი ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის „რადარებიდან არ გამქრალა“, უბრალოდ „უკრაინამ გადაფარა“, - ეს განცხადება დავით დონდუამ დღეს პარლამენტში, „თავისუფალი დემოკრატების“ მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ, შეხვედრაზე გააკეთა და იმაზე ისაუბრა, რომ ამას „გარკვეული პლუსები“ გააჩნია.

“პლუსია, რომ ჩვენ არ ვართ ისეთ მძიმე მდგომარეობაში უსაფრთხოების მხრიდან. ანუ, არ არის სროლა და სისხლისღვრა,“ - ამბობს დონდუა. თუმცა, ის აქვე დასძენს იმასაც, რომ, შესაძლოა, ამან უფრო დიდ საფრთხემდე მიგვიყვანოს.

„ყველა შეხვედრაზე მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან ჟღერდება ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან, არის ის, რომ ნუ მოგატყუებთ ის, რომ თქვენ ყოველ დღე ტელევიზორებში და პრესაში არ ხედავთ ისეთ ინფორმაციებს, როგორიც მოდის უკრაინიდან. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის სიწყნარე და სტაბილურობა. ზუსტად იგივე პროცესები მიდის საქართველოში, ოღონდ გაცილებით რთული ფორმით.

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული მესიჯი, რომ ეს არის დაავადების მძიმე ფორმა, რომელიც სიმპტომების გარეშე ვითარდება და, როცა აღმოჩნდება, მერე რაღაცის გაკეთება უკვე გვიან არის,“ - ამბობს დუნდუა.

მისი თქმით, „თუკი არაფერი გაკეთდა, სამ-ოთხ წელიწადში აფხაზეთში მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ როდესაც ლაპარაკია უკრაინაზე, ეს არ განიხილონ, როგორც იზოლირებული შემთხვევა და მხედველობაში ყოველთვის ჰქონდეთ საქართველო“.

ამის გარკვეული შედეგები კი, როგორც დუნდუა ამბობს, უკვე არის. „გარკვეულ შედეგებს უკვე ვხედავთ თუნდაც იმ მხრივ, რომ კიდევ უფრო გაამკაცრეს სავიზო რეჟიმი და კიდევ უფრო მკაცრად ეკიდებიან პასპორტების თემას, რომელზეც ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ.

„ამერიკელებმა 2010 წლიდან დაიწყეს რუსულ პასპორტებში ამერიკული ვიზების ჩარტყმა იმის განურჩევლად, თუ სად იყო გაცემული, რუსეთის ტერიტორიაზე თუ ცხინვალისა და სოხუმის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც ამას აკეთებდა. მიუხედავად ჩვენი და წინა ხელისუფლების მრავალი პროტესტისა, აქ წინსვლა არ იყო და რამდენიმე თვეა, ექვსი თვეა, ალბათ, რაც ამერიკელებმა და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ეს პოლიტიკა გაამკაცრა“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge