,,ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს
- პოლიტიკა
- 15.06.2016
- 12:21
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარტიის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წარდგენას სტუდენტები და მოხალისეები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს დაიწყო მოხალისეების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები და ახალგაზრდა მოხალისეები წინასაარჩევნოდ ქალაქში პარტიის მხარდასაჭერად ბუკლეტებს დაარიგებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200