ალიგატორმა ორი წლის ბავშვი ტბაში შეათრია
- მსოფლიო
- 15.06.2016
- 13:58
ალიგატორმა ორი წლის ბიჭუნა ტბაში შეათრია. შემთხვევა ამერიკის ქალაქ ორლანდოში, Walt Disney World-ის გასართობ პარკში მდებარე სასტუმროსთან ახლოს მოხდა. როგორც თვითმხილველი ჟურნალისტი ადრიან უიტსეტი Twitter-ის მიკრობლოგში წერს, ალიგატორის სიგრზე 2 მეტრს აჭარბებდა.
ბავშვის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მასში ვერტმფრენები და მყივნთავები არიან ჩართული.
გასართობი პარკი 1971 წელს აშენდა და ორლანდოს გარეუბანში - ბუენა-ვისტეში მდებარეობს. კომპლექისის ფართობი 100 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. Walt Disney World Resort-ში განლაგებულია რამდენიმე პარკი, მათ შორის ”ცხოველთა სამეფო”, აკვაპარკები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და კაფეები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200