png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან

  • პოლიტიკა
  • 15.06.2016
  • 14:25
შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან
გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს,- განაცხადა გერმანიისფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოსპრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. მანვე ხაზი გაუსვაგერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე,საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების  განვითარების მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებულ რეფორმები.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიამიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის,  ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეფასდა, როგორც დასტური საქართველოს მზაობისა, განამტკიცოს ურთიერთობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან.
ბუნდესტაგის შენობაში გამართულ შეხვედრას, ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge