png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარის დელეგაციის ვიზიტი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასრულდა

  • საზოგადოება
  • 15.06.2016
  • 15:26
აჭარის დელეგაციის ვიზიტი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასრულდა

აჭარის მთავრობის დელეგაცია არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. არჩილ ხაბაძემ შეხვედრა გამართა ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან  ვასილ თალიბოვთან.  „ორ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით გრძელდება, ორივე მხარის ძალისხმევით ეს ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება და ფართოვდება" -აღნიშნა ვასილ თალიბოვმა.

უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ ისაუბრა აჭარასთან თანამშრომლობის ფორმატზე, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებს მოიცავს. „აღსანიშნავია  თანამშრომლობა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსისტეტს შორის.წელსაც გავაგრძელებთ ინიციატივას  ქართველი და აზერბაიჯანელი შშმ ბავშვების მკურნალობას გამაჯანსარებელ სარეაბილიტაციო ცენტრებში. იგეგმება ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამის დასტურია ბათუმში გახსნილი საავტობუსო მარშუტი-ახალი ნახიჩევანი.ყოველივე ეს განაპირობებს მჭიდრო კავშირს ორ ავტონომიას შორის".

დადებითად შეაფასა აჭარასა და ნახიჩევანს შორის თანამშრომლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური, სავაჭრო, განათლების, ჯანდაცვის და სატრანსპორტო სექტორებში ურთიერთანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ. შევედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს, ხაზი გაუსვეს ორ ავტონომიას შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ნუგზარ ფუტკარაძე და აზერბაიჯანის რეპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ისმაილოვი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის პრეს-სამსახური AzerTac-ი იუწყება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge