png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კარგია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან მიმართებაში , - მერკელი

  • პოლიტიკა
  • 15.06.2016
  • 17:09
კარგია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან მიმართებაში , - მერკელი

დასრულდა გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის პირისპირ მოლაპარაკება. მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

ანგელა მერკელის განცხადებით, ქართულ-გერმანულ ორმხრივ ურთიერთობებზე ილაპარაკეს. 

"კარგია, რომ 2017 წელი ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად გამოცხადდა. 2018 წელს საქართელო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, როგორც სტუმარი ქვეყანა. გერმანია თანამშრომლობს საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებში, პროექტების ფარგლებში ნატოს შიგნით. ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს ეკონომიკურ რეფორმებს და საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციას,"- განაცხადა მერკელმა. 

მერკელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს ასოცირების შეთანხმების შესახებ იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. მერკელის განცხადებით, ეკონომიკური კავშირები გაიზარდა. 

ანგელა მერკელის განცხაებით, კარგია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან, მისი თქმით, გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მისი თქმით, ამაში მოიაზრება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

ანგელა მერკელმა დღევანდელ ბრიფინგზე ვიზალიბერალიზაციაზეც ისაუბრა. 

"ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზალიბერალიზაცისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება, მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და ევროკავშირში მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც გასულ წელს სერბეთთან გვქონდა შემთხვევა, ამის განმეორება რადგან არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე,"- განაცხადა ანგელა მერკელმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge