png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 16.06.2016
  • 10:38
 ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს შეემატება 600 ადამიანზე გათვლილი საშეჯიბრო, საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზები.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იოსებ ოქრომელიძის თქმით, კომპლექსის მშენებლობა მოსახლეობის, უმეტესწილად კი ახალგაზრდობის მოთხოვნას წარმოადგენდა და პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით  განხორციელდა. ოქრომელიძის განმარტებით სპორტული კომპლექსი, ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი აცხადებს ქალაქში ამ დრომდე მსგავსი ტიპის სპორტული კომპლექსი არ არსებობდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია იმ პროექტებს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

„წლების განმავლობაში სპორტული კომპლექსის ტერიტორია ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა და მას სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში კი მივიღებთ 600 კაციან საშეჯიბრო, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზებს. ამასთანავე იქნება სასტუმრო და კვების ბლოკი. შესაბამისად, ეს იქნება სრული კომპლექტი იმისათვის, რომ მივიღოთ ნებისმიერ სახის სპორტული შეკრება ადგილობრივ თუ რეგიონალურ დონეზე.

გარდა ამისა, კეთილმოეწყობა ეზოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაიგება 2000 მ2-ზე მეტი ხელოვნური საფარი. სპორტულ კომპლექსს აგრეთვე ექნება საკუთარი ავტოსადგომი“ – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge